ბათუმის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის გაცემის მეორე ეტაპი სრულდება

08 მაი 2020

ბათუმის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის გაცემის მეორე ეტაპი სრულდება. აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტი მუნიციპალური ბაღების 8 000 აღსაზრდელის მშობელმა მიიღო.

მერიის ინფორმაციით,  პროდუქტის გაცემა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი წესების დაცვით განხორციელდა.