გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

06 მაი 2020

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე, გოდერძის უღელტეხილზე, აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.