იუსტიციის სახლები ახალი პრინციპით იმუშავებენ

04 მაი 2020

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, ოღონდ ახალი პრინციპით იმუშავებენ.  მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა.  მსურველებმა  პორტალზე  MYGOV.GE-ზე უნდა დაჯავშნონ ვიზიტი.

ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს. ასევე  შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე, შენობაში ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები. შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დროებით დაკეტილი დარჩება.