COVID-19 - ვითარება და უახლესი მონაცემები

02 მაი 2020

დილის შემდეგ მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე არ განახლებულა. ქვეყანაში ამ ეტაპზე კვლავ 582 ინფიცირებული პაციენტია. მათ შორის გამოჯანმრთელდა 207. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 8 შეადგინა. ჯამში 50-ზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული.

რაც შეეხება აჭარას - ჯამში განკურნებულთა რიცხვი აჭარბებს იმ პაციენტთა რაოდენობას, რომლებიც ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობენ.მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა ასაკოვანი პაციენტი, რომელიც მანამდე კრიტიკულად ითვლებოდა.