მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარები სასურსათო პაკეტებს საჭიროების შემთხვევაში ივნისშიც მიიღებენ

02 მაი 2020

ბათუმის მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემის მეორე ეტაპი დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, დახმარება  უკვე მიიღო მუნიციპალური სასადილოების 6000-მდე ბენეფიციარმა და საჭიროების შემთხვევაში სურსათი  ისევ   გაიცემა.