2020-2021 წლისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სექტემბრიდან განახლდება

01 მაი 2020

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, აღსაზრდელების რეგისტრაცია წარმოებს განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში. სისტემაში რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ იმ აღსაზრდელს ვისაც შეუსრულდა 3 წელი.

1 ივნისიდან ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისისათვის აღსაზრდელების ონლაინ რეგისტრაციის შესაძლებლობა ასევე მიეცემათ, იმ აღსაზრდელებსაც ვისაც 2020 წლის 15სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ შესაბამისი წლოვანება (შესაბამისად 3 წელი, 4 წელი ან 5 წელი უსრულდებათ 15 სექტემბრის ჩათვლით).

2020-2021 სასწავლო წლისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად. 

I ეტაპი-ბათუმის საბავშვო ბაღებში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით ჩაირიცხებიან პრიორიტეტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე აღსაზრდელები, რომლებიც 10 ივლისის ჩათვლით რეგისტრირებული იქნებიან ელექტრონულ პროგრამაში.

II ეტაპი-მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ჩაირიცხებიან რიგში მდგომი აღსაზრდელები რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით.   

საბავშვო ბაღებში დარეგისტრირების აუცილებელი პირობაა ის , რომ აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი უნდა იყოს  რეგისტრირებული როგორც მაცხოვრებელი ქ.ბათუმში და აღსაზრდელი უნდა დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მშობლის   რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

ბათუმში ამ დროისთვის მოქმედებს 33 საბავშვო ბაღი, აღსაზრდელების ლიმიტი კი 8095 შეადგენს.