ბრიტანეთის საელჩოს დახმარება

01 მაი 2020

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარით დაეხმარა.

საელჩოს თავდაცვის ატაშემ, კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.

ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ხელთათმანები, პირბადეები, თერმომეტრები და სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების პროდუქცია შეიძინა