ფორსმაჟორული სიტუაცია თუ ამომრჩევლის მოსყიდვა?

26 სექ 2016

2 საათიანი მსჯელობის შემდეგ ბათუმის ბიუჯეტში ცვლილება დამტკიცდა და ფინანსური დოკუმენტი 2 მილიონ 250 ათასი ლარით გაიზარდა. ეს თანხა ქალაქში წელს და შარშან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს – ასეთია მერისა და თვითმმართველობის  გადაწყვეტილება. “ნაციონალურ მოძრაობასა” და “რესპუბლიკელებს”  თავიანთი არგუმენტები აქვთ. ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო ცვლილების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.