აჭარაში ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ

30 აპრ 2020

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ფერმერებს,  სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ.  აჭარის სოფლის მეურნეობის  სამინისტროს  ინფორმაციით,  პროგრამის ფარგლებში  2500 ჰა ფართობი   დამუშავდება. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.