დისტანციური სწავლება აჭარის მაღალმთიანეთში

29 აპრ 2020

ხულოს მუნიციპალიტეტში დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე სოფელში  ინტერნეტის სიჩქარე დაბალია, რაც ხშირად პროცესს აფერხებს. რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით,  მოსწავლეებს პედაგოგებთან კომუნიკაცია სხვადასხვა ინტერნეტპლათფორმის მეშვეობით აქვთ, მისივე თქმით შექმნილია შესაბამისი ქართულ და ინგლისურენოვანი ონლაინ-აპლიკაცია სადაც მოსწავლეები და პედაგოგები მუშაობენ.