უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, მთავრობის მიერ შემუშავებული საგანგებო ბიუჯეტის განხილვა იწყება

29 აპრ 2020

ამ წუთებში უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, მთავრობის მიერ შემუშავებული საგანგებო ბიუჯეტის განხილვა იწყება. 

პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარადგენს. 2 საათზე კი ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.

როგორც იცით ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებია ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების დაფინანსება.