ბათუმში 7 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

27 აპრ 2020

კოვიდ 19-ისგან 7 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან ბათუმში. კლინიკა მედალფაში 37-დან 7 პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ აქვთ. 

იგეგმება მათი პროტოკოლით გათვალისწინებული ანალიზების ჩატარება და თუ პასუხები უარყოფითი იქნება მათ კლინიკიდან გაწერენ. კვლავ მძიმე რჩება ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზეა.