ე.წ. აგრესიული ტესტირება მიმართულია იმისკენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში მოხდეს აქტიური სკრინინგი - თამარ გაბუნია

26 აპრ 2020

ე.წ. აგრესიული ანუ მიზნობრივი ტესტირება მიმართულია იმისკენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში მოხდეს აქტიური სკრინინგი, რათა ნებისმიერი შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა, კლინიკური გამოხატულება არ ჰქონდეს, გამოვლინდეს ტესტირების საფუძველზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა  პისიარ ტესტით ტესტირებულთა რაოდენობა. გაფართოვდა ლაბორატორიული ქსელი და თუ ადრე ვსაუბრობდით დღეში 200-300 ტესტზე, დღეს ლაბორატორიებიდან მიღებულ იქნა პასუხები 900-მდე ტესტზე და მათგან დადებითი შედეგები 2% -ს დაუდასტურდა. ამასთან, გაბუნიას თქმით, ტესტირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კიდევ გაიზრდება.