ხვალიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

26 აპრ 2020

ხვალიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.

27 და 28 აპრილს საგამონაკლისო  წესით, დასაშვებია 4 დიდ ქალაქში: ბათუმში,  ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში  შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან  ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით ან სამუშაო ადგილებზე. ქვეყანაში კვლავ შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო გადაადგილება.