მომდევნო ორი დღე უნალექო და თბილი იქნება

25 აპრ 2020

ხვალ დღისით აჭარაში გამოიდარებს და მომდევნო 2 დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა- კვირას სანაპირო ზოლში +13, +15, მთაში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს.

ორშაბათს კიდევ უფრო დათბება და ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე აიწევს.

ფოტო:ირინე წუწუნავა