გია ვოლსკი - გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზზე

25 აპრ 2020

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, როგორც ეს ჩვევიათ ჩვენს ოპონენტებს, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზზე და სიტუაციის შეფასებაზე. ამის დეტალური განხილვა მოხდა. დავამატეთ მხოლოდ ერთს - დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე.-ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკმა ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და ამ მცირე რესურსებით უნდა გადაირჩინოს თავი.