ქობულეთის სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი ჩითილები ფერმერებს დაურიგდებათ

25 აპრ 2020

რეგიონში ფერმერებსა და აგრომეწარმეებს სერთიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის  ჩითილების  შეძენა შეეძლებათ. ქობულეთის სასათბურე  მეურნეობაში მოყვანილი ჩითილები  შუახევში, ხულოსა და ქედაში დასაქმებულ ფერმერებს  დაურიგდებათ.  

მაისის  ბოლომდე მეურნეობაში მილიონზე მეტი მზა ჩითილის გამოყვანას გეგმავენ.