''ატალანტას" მეკარე კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

25 აპრ 2020

იტალიური ,,ატალანტას'' 27 წლის მეკარეს მარკო სპორტიელოს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. ფეხბურთელი პირველად 24 მარტს დაინფიცირდა და ,,ატალანტას'' რიგებში პირველი იყო ვისაც ვირუსი დაუდგინდა.

,,ატალანტა" იტალიის ქალაქ ბერგამოს კლუბია . სწორედ ამ ქალაქში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი . განმეორებითი ტესტის შემდეგ სპორტიელოს კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა . მეკარე უკვე 31 დღეა ვირუსს ებრძვის. "Football Italia"ს ინფორმაციით სპორტიელოს მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს და იზოლაციაში იმყოფება.