სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ განახლდება

24 აპრ 2020

სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ განახლდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად და აკადემიური წლის გამოცხადება არ იგეგმება.

„სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.