უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს მთავრობა 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება

24 აპრ 2020

პირებს რომლებმაც საგანგებოს მოქმედების დროს სამსახური დაკარგეს მთავრობა 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარით დაეხმარება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც საგანგებოს გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური , რომელიც ოფიციალურად მუშაობდა, აღარ აქ შემოსავალი და ვეღარ იღებს ხელფასს მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობის თანხას 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ასეთი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს.

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა, ამიტომ ჩვენ მათ ჯამში ვეხმარებით 1200 ლარით, ყოველთვიურად 200 ლარის გაცემით."-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით ეს არის ის მინიმუმი,რომელიც საქართველოს მთავრობას შეზღუდული რესურსებიდან შეუძლია შეთავაზოს მოქალაქეებს. მისივე თქმით, ამ ღონისძიების ძირითადი მიზანია, ის, რომ ადამიანებმა, რომელბმაც დაკარგეს სამსახური 6 თვის განმავლობაში  მინიმალური გვერდზე დგომით ამით დავეხმაროთ.

დახმარებით სარგებლობა იმ ფონდებით, რომელბიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია შეძლებს მინიმუმ საქართველოს 350 000 მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მილიონი ლარის ხარჯს.