,,მონპელიეს'' ფეხბურთელი კორონავირუსის სიმპტომებით რეანიმაციაში გადაიყვანეს

24 აპრ 2020

ფრანგული ,,მონპელიეს’’ 23 წლის ფეხბურთელი, სალომონ ჯუნიორ სამბია კორონავირუსის სიმპტომებით რეანიმაციაში გადაიყვანეს. ინფორმაცია კლუბის სხვადასხვა სოციალური მედიის გვერდზე დაიწერა.

"სუნქთვის და რესპირატორული პრობლემების გამო , ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელი გადაიყვანეს მონპელიეს ჰოსპიტალში, სადაც სპეციალურ გარემოში შესაბამისი მკურნრალობა ჩაუტარდება’’ - წერია ,,მონპელიეს’’ განცხადებაში.

23 წლის ნახევარმცველი ,,მონპელიეში’’ 2017 წლიდან ასპარეზობს და ამ ხნის მანძილზე 72 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.