ბარსელონა-თბილისის რეისით დღეს საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდება

24 აპრ 2020

ბარსელონა-თბილისის რეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება.

მგზავრებს შორის არიან არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები.

გუშინ რომი-თბილისის რეისი შესრულდა, რომლითაც სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა. მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეები, სტუდენტები, არასრულწლოვანი ბავშვები, მეზღვაურები.

27 აპრილს ვარშავა-თბილისი, 30 აპრილს კი მადრიდი-თბილისი შესრულდება. ამ დროის მონაცემებით, პანდემიის პირობებში სამშობლოში სულ 7600 მოქალაქე დაბრუნდა.