ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ფიცი დადო

23 აპრ 2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ფიცი დადო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ცერემონიას არ ესწრებიან დელეგაციები სხვა  ქვეყნებიდან. ასლან ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 56.6%-ით გაიმარჯვა. ბჟანიამ 53 ათას 741 ამომრჩევლის ხმა მოიპოვა.