კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევა, 111 გამოჯანმრთელებული

23 აპრ 2020

კოვიდინფიცირების 420   დადასტურებული შემთხვევა საქართველოში. მათ შორის 111 გამოჯანმრთელებული. საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 8 პაციენტი დატოვებს. ვირუსი დაუდასტურდა 5 წლის ბავშვს მარნეულის კლასტერიდან, რომლის ოჯახის წევრებიც ინფიცირებული არიან.  

ბავშვი  ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.