შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ფაქტი გამოავლინა

23 აპრ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ფაქტი გამოავლინა.   ბოლო 24 საათის განმავლობაში,  ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე,  პოლიციამ 54 მოქალაქე დააჯარიმა.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 2 მოქალაქე დააჯარიმეს. 50 პირს გამოეწერა ჯარიმა  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე.