COVID 19-ი 5 წლის ბავშვს დაუდასტურდა

23 აპრ 2020

კოვიდ 19-ი 5 წლის ბავშვს დაუდასტურდა. იგი მარნეულის კლასტერიდანაა და მისი ოჯახის წევრებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებული. ბავშვი  ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალი კორონავირუსი საქართველოში კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, როგორც უკვე გითხარით 2 პაციენტი ბათუმის კლინიკაში მკურნალობს.  ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 420-ს შეადგენს.