პარლამენტში რამდენიმე წუთში კენჭს მდგომარეობის გაგრძელების საკითხს უყრიან

22 აპრ 2020

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის სხდომა იწყება, რომელზეც დეპუტატებმა 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას უნდა უყარონ კენჭი.

ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს უჭერს. ოპოზიცია კი ხელისუფლებისგან კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას ითხოვს. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს მთავრობამ მიმართა.