საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ფრენების ახალი განრიგი ცნობილია

22 აპრ 2020

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. შემუშავდა ფრენების ახალი განრიგი სხვადასხვა ქალაქებიდან. დღეს ბათუმის აეროპორტში ერბილი-ბათუმის რეისი ჩამოფრინდება.

24 აპრილი ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი ვარშავა-თბილისი; 

30 აპრილი  მადრიდი-თბილისი;

2 მაისი პრაღა-თბილისი;

5 მაისი ათენი-თბილისი;

7 მაისი ამსტერდამი-თბილისი;

9 მაისი ბერლინი-თბილისი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მარტიდან დღეის ჩათვლით სულ 25 რეისი განხორციელდა, კვირაში საშუალოდ 3 რეისი სრულდება, ბილეთების ფასი კი 199 ევროა.