საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისამდე გახანგრძლივდება

21 აპრ 2020

კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში მიმდინარე წლის 21 მარტს ერთი თვის ვადით, 21 აპრილამდე გამოცხადდა. თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.