რამაზანის მარხვაში ისლამის მთავარი სიწმინდეები დაკეტილი იქნება

21 აპრ 2020

რამაზანში მუსლიმთა მთავარი სიწმინდეები დაკეტილი დარჩება. მეჩეთების საკითხებში საუდის არაბეთის მთავარი სამმართველოს განცხადებით,  რამაზანის მარხვის თვეში  ისლამის ორი მთავარი  სიწმინდეების -მექაში დიდი მეჩეთისა და მედინაში წინასწარმეტყველის მეჩეთის კარები  მორწმუნეთათვის ისევ დაკეტილი იქნება. გადაწყვეტილება კორონავირუს კოვიდ-19-ის გავრცელებასთან  დაკავშირებით მიიღეს.  სამეფოს ხელისუფლება  განმარტავს, რომ  ეს ზომა იძულებითია.  

თუ როდის გაუქმდება  შეზღუდვა  ჯერჯერობით უცნობია.  მეჩეთები  მექასა და მედინაში, ისევე როგორც იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთი მუსლიმთა მთავარ სიწმინდეებადაა მიჩნეული.  მორწმუნეები იქ ხუთჯერად ნამაზს  და სპეციალურ ლოცვას - ტარავიჰს ასრულებენ,  რომელიც მხოლოდ რამაზანის მარხვის თვეში  ღამის ლოცვის შემდეგ სრულდება.  

წელს  რამაზანის  მარხვის თვე  24 აპრილს იწყება.  საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 ათასს ადამიანს აღემატება.