ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

21 აპრ 2020

ბათუმში, გვიან ღამით იმედაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.  ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოსვლა მოასწრეს,  ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.