ხვალ ბათუმში იწვიმებს - საღამოს მოსალოდნელია ძლიერი ქარი 

20 აპრ 2020

ხვალ აჭარაში იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი. ღამით პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურა დაიკლებს და შედარებით აცივდება.

დღეს ბათუმში ტემპერატურა 24 გრადუსია, ხვალ კი 13-15 გრადუსი დაფიქსირდება. 

21 აპრილს, დღის ბოლოს 21:00 საათის შემდეგ სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე.