პოლიციამ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის საქმეზე ერთი პირი დააკავა

20 აპრ 2020

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევი მოქალაქეა.

''მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.