ანდრია ჯაღმაიძე - 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა გამეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!

19 აპრ 2020

ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ, 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა! - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოზი ქართველებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და დასძენს, რომ „ღვთის წინაშე სიმართლით ცხოვრებით ყველა მწუხარება გაქრება“.