18 აპრ 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქართველ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და თითოეულ მოქალაქეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
„მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევას, ისევე როგორც სხვა მიმდინარე გამოწვევებს და ძალიან სერიოზულ მსოფლიო პანდემიას წარმატებით გავუმკლავდებით. ოღონდ ამისათვის ახლა თითოეული ჩვენგანის მოქმედებაა გადამწყვეტი“-აცხადებს ციხელაშვილი.