პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კოვიდინფიცირებული 88 პაციენტიდან 6 მართვით სუნთქვაზეა

18 აპრ 2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს საავადმყოფოდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, კლინიკაში მკურნალობას  88 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს.

მისივე განმარტებით, ამჟამად 15-მდე პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან ლუგარის ლაბორატორიიდან, რომლებიც საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან.საქართველოში კოვიდ დადებითი დღეს 15 ადამიანს დაუდასტურდა.