სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს

16 აპრ 2020

დღეს დიდი ხუთშაბათია, დილიდან ტაძრებში მსახურება სრულდება.  სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას  კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. წესის მიხედვით  კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.  

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს  იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. 12-გზის სახარების კითხვა 16:00 საათზე დაიწყება.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა.