ბოლო 24 საათში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 90 მოქალაქე დააჯარიმეს

15 აპრ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი გამოავლინეს. 

პოლიციამ, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 90 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, ჯარიმა 91 მოქალაქეს დაუწერეს.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 17 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკურ პირებს 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით აჯარიმებენ.