პატრიარქთან პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ

14 აპრ 2020

სააღდგომო ლიტურგია, ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ეპიდსიტუაცია - ამ თემებზე სასაუბროდ პატრიარქთან პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას  მაღალი რანგის სასულიერო პირებიც დაესწრნენ. როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურღია - დეტალები უცნობია აუდიენციის მონაწილეებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

ყველაზე ბოლოს საპატრიარქო გიორგი გახარიამ დატოვა. მთავრობის ადმინისტრაცია ისევე როგორც საპატრიარქო გამართული შეხვედრის დეტალებზე განმარტებებს, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებენ.