"უწმინდეს სულიერი შვილების მდგომარეობა ყველაზე მეტად აწუხებს" - მამა პეტრე

13 აპრ 2020

გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას მამა პეტრე კოლხმა აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკლესიას და ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდებიან და საბოლოოდ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ ქვეყანა და ხალხი არ დაზარალდეს.

"ბუნებრივია უწმიდესს სულიერი შვილების მდგომარეობა ყველაზე მეტად აწუხებს,მაგრამ ეს არის გლობალური,ეს არის კონკრეტული ფაქტი და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, საბერძნეთის ეკლესია, უკრანიიის ეკლესია, სერბეთის ეკლესია, შეიძლება საილუსტრაციოდ ბევრი ფაქტი მოვიშველიოთ, მაგრამ  არ ვიცი ვისი დამსახურებაა, მარტო მედპერსონალის თუ იმისი რომ სასულიერო პირები ზედმიწევნით კარგად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, გიმეორებთ, რომ  ეკლესია დგას მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ სწორედ ამიტომაც გაამპარტავნების საშუალება გვაქვს, რომ ვივარაუდოთ აღდგომს დღესასწაულზე არამგონია ვინმე მოვიდეს ტაძარში და დაიფიცირდეს"- პეტრე კოლხი

დეკანოზის განცხადებით ღმერთი არ გაგვწირავს, არ გვაქვს უიმედობის უფლება, რადგან წინ აღდგომა გველის და სჯერა, რომ ხელისუფლების და ეკლესიის შეთახმებით სათანადო ზომები იქნება მიღებული.