საირმის საკარანტინო სივრცე დღეს 22-მა მოქალაქემ დატოვა

13 აპრ 2020

საირმის საკარანტინო სივრცე დღეს 22-მა მოქალაქემ დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე თითოეულმა სამედიცინო  შემოწმება გაიარა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საკარანტინო სივრცე  86 სასტუმროშია მოწყობილი.