12 აპრ 2020
გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა სადეზინფექციო ჯგუფების მიერ სპეციალური ხსნარით დამუშავდა ჰოსპიტალისა და აკადემიის გარე პერიმეტრი.
სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დეზინფექცია ჩაუტარდა სავალი გზის ნაწილსაც.საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. განხორციელებული საპრევენციო ღონისძიებები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.