კორონავირუსი კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა 

12 აპრ 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა.ინფორმაცია stopcov.ge-ზე  რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 60, გარდაცვლილი კი სამი მოქალაქეა. 

კარანტინის რეჟიმში - 4929, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 405 ადამიანი იმყოფება.