13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა

11 აპრ 2020

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.დეპუტატები ბიუროს ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში შეიკრიბებიან.ბიუროს სხდომაზე განიხილება საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება და საგანგებო მდგომარეობის საკითხი.

პარლამენტმა საკომიტეტო განხილვები და პლენარული სხდომები დროებით კორონავირუსთან დაკავშირებით შეაჩერა. აპარატი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში წარმართავს.