ლენტეხში სრული კარანტინი გამოცხადდა

10 აპრ 2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.

განცხადება, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაააკეთა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი. ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში მოქმედებს," - აღნიშნა ჩიქოვანმა.

დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული არიან 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები. არსებული ინფორმაციით, ყველა კონტაქტი უკვე იდენტიფიცირებულია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.