ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

09 აპრ 2020

საქართველოში Covid-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა.

"დღეს დილის შემდეგ დაემატა ოთხი შემთხვევა ოთხივეს წყარო ცნობილია, ეს არის იმპორტირებული შემთხვევები, „ორი ინფიცირებული ბათუმშია, ერთი შემოყვანილია ჩვენთან და მეორე პაციენტიც მალე შემოვა“ - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4722  ადამიანი, სტაციონარში კი 408 პირი რჩება.