საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა

08 აპრ 2020

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

უახლესი მონაცემებით საქართველოში 50 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4682  ადამიანი, სტაციონარში კი 375 პირი რჩება.