შეფერხებები წყალმომარაგებასა და ანტიეპიდემიური რეკომენდაციების დაცვაში

08 აპრ 2020

გაზაფხულის დადგომასთან ერთად წყლის  პრობლემა ხულოში  კვლავ აქტუალური გახდა.  მოსახლეობის თქმით, არსებული პრობლემის გამო, ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე რეკომენდაციების გათვალისწინებას ვერ ახერხებენ.

მერიაში  პრობლემის არსებობას  ერთ-ერთ მთაში მეწყრის გამო სათავე-ნაგებობის დაზიანებას უკავშირებენ.  მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტს წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ასი ათას ლარამდე თანხა  აქვს გამოყოფილი.