საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად 6 ავიარეისი შესრულდება

08 აპრ 2020

10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მთავრობა ასევე მუშაობს დამატებითი რეისების და სპეცრეისების დანიშვნის საკითხზე, რის შესახებაც ინფორმაციას დამატებით გაავრცელებენ.

მოქალაქეები კავშირზე უნდა  იყვნენ საელჩოებთან და საკონსულოებთან. მისივე თქმით, სამინისტრომ 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2 425 მოქალაქეს გაუწია  დახმარება.