ხვიჩა კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცი დადო

08 აპრ 2020

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ხვიჩა კიკილაშვილმა დღეს ფიცი დადო.ფიცის დადების ცერემონიალს პანდემიის გამო მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ესწრებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, პროცესი არ გადაიდო,  ხვიჩა კიკილაშვილი 3 აპრილს დანიშნა უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ,  ფაქტი  გააპროტესტეს საკონსტიტუციო სასამართლოს არამოსამართლე წევრებმა და მესამე სექტორის წარმომადგენელებმა.